logo
ENG



უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თარბეი არქანია დაიღუპა

08 მაი 202521:43
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/08/g4qbcivvfx8ntta.jpeg

რუსეთის აგრესიას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 34 წლის თარბეი (თაბო) არქანია ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მებრძოლის ახლობელი უდასტურებს, რომლის თქმითაც თაბო არქანია 5 მაისს დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკთან დაიღუპა.

არქანია უკრაინაში ცხოვრობდა. იგი აფხაზეთიდან იყო დევნილი.

მას ქალაქ ოდესაში 10 მაისს დაკრძალავენ.


close დახურვა
OSZAR »