logo
ENG



შსს-ის გენერალურ ინსპექციის დეპარტამენტს ხელმძღვანელად დავით არჩვაძე დაინიშნა

03 ივნ 202511:09
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/03/xfku9shxkyefzti.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას დავით არჩვაძე დაიკავებს.


მან აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი იოსებიძე შეცვალა.

"დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.


მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს", - წერია უწყების განცხადებაში.


close დახურვა
OSZAR »