
ხაშურში, საკუთარ სახლში კაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ქალი კომატოზური მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანეს.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.