logo
ENG



სბუ: შავ ზღვაში რუსეთის რადარები და საბაზო ინფრასტრუქტურა განადგურდა

19 მაი 202514:02
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/19/uznx42hgt68vm4u.png

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ) შავ ზღვაში მდებარე რუსეთის გაზის მომპოვებელ პლატფორმებზე იერიში მიიტანა და წარმატებით გაანადგურა მტრის რადიოლოკაციური სისტემა და ინფრასტრუქტურა.

სბუ-ს ინფორმაციით, თავდასხმა ეტაპობრივად განხორციელდა: ჯერ პლატფორმას საჰაერო დრონმა დაარტყა, შემდეგ კი — ზღვიდან მოქმედმა უპილოტო აპარატმა. დარტყმის შედეგად სრულად განადგურდა რუსული რადარი "ნევა", რომელიც მათ საჰაერო და საზღვაო სივრცის კონტროლისთვის გამოიყენებოდა. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი მოდული და საწყობები.


close დახურვა
OSZAR »