logo
ENG


შს მინისტრი პოლიციელებს: მადლობა თავდადებისთვის, ვიცით, ფარად უდგახართ სამშობლოს მომავალს
გელა გელაძე
31 მაი, 2025 11:06
შს მინისტრი პოლიციელებს: მადლობა თავდადებისთვის, ვიცით, ფარად უდგახართ სამშობლოს მომავალს
  • 331ნახვები

პოლიციელის ფორმა ეს არ არის მხოლოდ სამოსი, ეს ნიშნავს ატარო ღირსება, ეს არის ფიცი, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ეს არის შინაგანი მოწოდება, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, თავდადებას და მზაობას - ერთგულად ემსახურო ქვეყანას. საამაყოა, რომ თქვენ ამ რთულ გზას ღირსეულად გადიხართ. ყოველთვის ხართ იქ, სადაც ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც საფრთხეს უპირისპირდება თავდაჯერებით, სიმამაცით და უმაღლესი პროფესიონალიზმით. მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისთვის.

ძვირფასო პოლიციელებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს თქვენს შრომას და ძალისხმევას. ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ყოველდღიური გამოწვევებისა და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად, ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე და ფარად უდგახართ ჩვენი სამშობლოს მომავალს.

თქვა ქართული ოცნების შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა
OSZAR »