logo
ENG



Wizz Air ქუთაისიდან რიგის მიმართულებით აღარ იფრენს

23 მაი 202511:04
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/23/mih52xknfnzudk8.jpg

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან რიგის მიმართულებით აღარ იფრენს.

ბოლო ფრენა 31 მაისს შესრულდება.

ფრენის გაუქმება ოპერაციულ ხარვეზებს უკავშირდება, რომლებიც Pratt & Whitney-ის ძრავის დეფექტებითაა გამოწვეული. ამ პრობლემების გამო კომპანია იძულებულია, რამდენიმე მიმართულება გააუქმოს.

ჯერჯერობით უცნობია, მომავალში აღადგენს თუ არა ამ მიმართულებით ავიაკომპანია ფრენას.

ფორმულა Wizz Air-ს დაუკავშირდა, თუმცა ჯერჯერობით მათგან ოფიციალური ინფორმაცია ვერ მივიღეთ.


close დახურვა
OSZAR »