logo
ENG



მოსამართლემ მელიას წულუკიანის კომისიაზე არმისვლის საქმეზე გირაო პატიმრობით შეუცვალა

30 მაი 202515:59
3 წუთის საკითხავი
 

კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთ ლიდერს, ნიკა მელიას თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის საქმეზე გირაო პატიმრობით შეეცვალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

მანამდე სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რადგან მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა.

ნიკა მელია გუშინ, 29 მაისს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს აიყვანეს, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

მან პროცესზე თქვა, რომ ის გაიტაცეს.


close დახურვა
OSZAR »